პროექტის სახელწოდება: კონცერტის ორგანიზება.
პროექტის მთავარი იდეა: ფოლკლორული საღამო. მოსწავლეებმა გააცნობიერონ თავისი მოქალაქეობრივი ვალი - ქვეყნის კულტურული ფასეულობების შენარჩუნება და მათი მომავალი თაობისთვის შემონახვა.
პროექტის აქტუალობა: ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი ეროვნული საუნჯე - ხალხური შემოქმედება.
პროექტის მიზნები: მოზარდს გამოვუმუშავოთ მხატვრულად ხარისხოვანი მუსიკისადმი ინტერესი და სიყვარული. დავეხმაროთ მუსიკალური გემოვნების ფორმირებაში, რაც, თავის მხრივ, ჩამოაყალიბებს კულტურულ მსმენელს რომელსაც მუსიკის მხატვრული ღირებულე-ბის სწორად შეფასების უნარი შესწევს.
მონაწილეთა ასაკი: 14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 28. 11. 2011წ. - 23. 12. 2011წ.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბლოგი, მოსაწვევი ბარათები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დეკორაციისთვის საჭირო მასალა, კომპიუტერი, მუსიკალური ცენტრი.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ) : კონცერტის ორგანიზება, რეპერტუარის შერჩევა-განაწილება, შესწავლა, შეფასება და რეპეტიციები.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტორია, გეოგრაფია, ისტი, მუსიკა. ასხვავებს ფორმით, ჟღერადობით საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერებს, ცეკვებს.
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): ნონა ჩომახიძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nonachomakhidze@gmail.com.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nonachomakhidze.blogger.com